თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ვირტუს ბოლონიას მნიშვნელოვანი გამარჯვება

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის პლეიოფში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მორიგი შეხვედრა „ლიონ-ვილერბანის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს სტუმრად 77:64 სძლია.

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი და 11 წამი გაატარა. ამ დროში, მან 10 ქულა, 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი გააცუდა და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 იყო, რაც ისაია კორდინიეს შემდეგ, „ვირტუს ბოლონიაში“ საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

იტალიური კლუბის რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა მარკო ბელინელიმ ჩააგდო. ზემოთ ხსენებულ კორდინიეს 10 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე ასისტი ჰქონდა. „ლიონ-ვილერბანს“ რაც შეეხება, მასპინძელთა მხრიდან 15 ქულით ნანდო დე კოლო გამოირჩა, იუსუფა ფოლმა კი 11 ქულა მიითვალა.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 11 მოგება და 12 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 ადგილს იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავენ და „ბრეშას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის გრან სლემი - ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
პარიზის გრან სლემი - ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია