ლივერპული, იურგენ კლოპი, ვულვერჰემპტონი
Aa
Aa

“სიტყვებს ვერ ვპოულობ, გამართლება არ აქვს“ - კლოპი ვულვზთან მარცხის შემდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლივერპული“ „ვულვერჰემპტონს“ ესტუმრა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

კლოპი:

„ცხადია, ეს საშინელება იყო. მატჩი კატასტროფულად დავიწყეთ. გავუშვით ორი გოლი, რომლებსაც არ უნდა ვუშვებდეთ. თავი უკეთესად უნდა დაგვეცვა. ამას ვერ ავხსნი, გამართლება არ აქვს. 0:2-ის შემდეგ, გარკვეული პერიოდი მშვენივრად ვთამაშობდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.

ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ. შემდეგი თამაში „ევერტონთან“ გვაქვს, რომელმაც ცხრილის ლიდერი დაამარცხა და ახლა სუპერ მოტივირებულია. უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. ამ მომენტისთვის იმდენად გაბრაზებული ვარ, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ. ვფიქრობ, თავისუფლად იყო შესაძლებელი ანგარიში 1:2 გამხდარიყო და ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. მიუხედავად ამისა, „ვულვზმა“ 3 ქულა დაიმსახურა.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ახლა 29 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის ცხრილში მეათე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მერსისაიდულმა გრანდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ბენზემას და მილიტაოს ტრავმები სერიოზული არ არის“
ანჩელოტი: “ბენზემას და მილიტაოს ტრავმები სერიოზული არ არის“