გაგრა, თორნიკე ოქრიაშვილი, მერაბ ვარძუკაშვილი
Aa
Aa

გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - ოქრიაშვილი მცირე ტრავმას მკურნალობს

CrystalSport-ის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილს ახალ გუნდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 30 წლის შემტევი „გაგრასთან“ ერთად ვარჯიშობდა, თუმცა მცირე ტრავმამ შეაწუხა. ამჟამად, ცნობილი ექიმის, მერაბ ვარძუკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

არსებობს შესაძლებლობა, რომ თორნიკემ ფორმის აღდგენის მიზნით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ რიგებში ითამაშოს. მოგეხსენებათ, მისი პირველი პროფესიული კლუბი „გაგრა“ იყო. თუ ამ ეტაპზე უცხოურ კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, დროებით „გაგრაში“ ვიხილავთ, რაც აღნიშნული გუნდის მატჩების მიმართ ქომაგთა ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ოქრიაშვილს ''გაგრაში'' (2009-10), ''ილიჩევეცში'' (2010-13), ''ჩერნომორეცში'' (2014), ბელგიურ ''გენკში'' (2014-15), რუსულ ''კრასნოდარში'' (2016-18), ''ანორთოსისა'' (2019-21) და აპოელ-ში (2021-22) უთამაშია. 2010 წელს ''გაგრადან'' დონეცკის ''შახტარში'' გადავიდა, თუმცა დონეცკური კლუბის პირველ გუნდში არ უთამაშია, იჯარით ''ილიჩევეცსა'' და ''ჩერნომორეცში'' იასპარეზა.

საქართველოს ეროვნულ გუნდში 50 მატჩში 13 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარნევალე: „ახლა ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე მარადონას დროს“
კარნევალე: „ახლა ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე მარადონას დროს“