გურამ თუშიშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

პარიზის გრანდ სლემი: ბექაური და თუშიშვილი ტურნირს გამოეთიშნენ

დღეს, პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ ორი ფავორიტი და მედლების რეალური პრეტენდენტი უკვე დავკარგეთ.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ჰყავდა - ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაურმა ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბუსთან ბრძოლა ვაზარით დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.


+100 კგ-ში მსოფლიოსა და ევროპის, ასევე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს გრანდ სლემის მოქმედ ჩემპიონ იაპონელ ჰიოგა ოტასთან იპონით წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


ამავე წონაში საბა ინანეიშვილი უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან დამატებით დროში ავასატე-იპონით დამარცხდა და პარიზის გრანდსლემს ისიც დაემშვიდობა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბრძოლას განაგრზობს ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე, რომელიც ასევე მედლის ერთ-ერთ ფავორიტად არის მიჩნეული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 74 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა ტიტული წარმატებით დაიცვა. ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელ დანიელ კარგნინს იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა