დანი ალვეში
Aa
Aa

ალვეშის საქმე: კამერებზე დანი არ ჩანს, რა იქნება ახალი მტკიცებულება?

დანი ალვეშის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმეში, შესაძლოა მტკიცებულებად თეთრი სპორტული ფეხსაცმელი იყოს.

ალვეში მომჩივან გოგონასთან კლუბში სექსუალურ ურთიერთობას აღიარებს, მაგრამ უარყოფს ბრალდებებს გაუპატიურების შესახებ.

გუშინ, გოგონას ორმა მეგობარმა, რომელმაც ფეხბურთელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, მომხდარის შესახებ მისი ვერსია დაადასტურა. მათი თქმით, დაზარალებული ტუალეტში ფეხბურთელის დაჟინებული თხოვნით შევიდა.

კრისტობალ მარტელი, ალვეშის ადვოკატი, ამტკიცებს, რომ კლუბ სატონის VIP ზონიდან გადაღებული ვიდეოთვალის კადრები ნათლად ჩანს - დანი ჯერ ტუალეტში შევიდა, ხოლო ორი წუთის შემდეგ მომჩივანი გოგონა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ დანის გოგონასთვის არაფერი დაუძალებია.

ამ მომენტში სიმართლის დადგენაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს თეთრმა სპორტულმა ფეხსაცმელმა. დაზარალებულის თქმით, ალვეში კარს მიღმა ეგრეთწოდებულ „ბრმა ზონაში“ (კამერებისგან დაფარული) იმყოფებოდა. ამის გამო, როგორც დაზარალებული მიიჩნევს, ის ვიდეოკამერების ჩანაწერებზე არ ჩანს.

როგორც La Vanguardia, ბრალდებულთა შორის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ერთდროულად არის რამდენიმე კადრი, რომლებზეც ჩანს ბრალდებულის კუთვნილი თეთრი სპორტული ფეხსაცმელი. აღნიშნულია, რომ ალვეშს, რომელიც მართლაც იმყოფებოდა „ბრმა ზონაში“ და კამერების ხედვის არეში არ გასულა, შეეძლო ტუალეტის კარს მიღმა დგომა და მსხვერპლისთვის სიგნალის მიცემა.

ბრაზილიელის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ თეთრი სპორტული ფეხსაცმელი დანი ალვეშს კი არ ეკუთვნის, არამედ ღამის კლუბის კიდევ ერთ სტუმარს, რომელიც სატონ კლუბის ტუალეტში იმყოფებოდა.

ჯერჯერობით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ალვეში კი წინასწარ პატიმრობაში რჩება. სასამართლომ მას საქმის წარმოებამდე გირაოთი დროებით გათავისუფლების უფლება არ მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარნევალე: „ახლა ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე მარადონას დროს“
კარნევალე: „ახლა ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე მარადონას დროს“