ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სპეცია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მე-10 გოლი ამ სეზონში - ხვიჩას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დუო

იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლითი შეხვედრა „სპეციასთან“ გამართა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (0:3).

ტრადიციულად, „პარტენოპეის“ სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა, ქართველი მოედანზე საუკეთესო იყო. პირველად მე-16 წუთზე იაქტიურა, როცა მის წინააღმდეგ თამაშის წესი იტან ამპადუმ დაარღვია, არბიტრმა უელსელი გააფრთხილა და ამპადუ შემდეგ მატჩს „ემპოლისთან“ გამოტოვებს.

პირველი ტაიმიდან ასევე აღსანიშნავია მომენტი, როცა ხვიჩამ გარე ტერპით ოსიმენის მისამართით ლამაზი გადაცემა შეასრულა, თუმცა „სპეციას“ მეკარემ გამოსვლაზე კარგად ითამაშა, ნიგერიელს არ დაარტყმევინა.

სპალეტის გუნდმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანა. 47-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა.

69-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. კვარაცხელია-ოსიმენის ბრწყინვალე დუეტმა ამ მომენტშიც აჩვენა ოსტატობა.

74ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი შეცვალა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო და შეხვედრის შედეგზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.

21 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერობს, „ინტერსა“ და „რომას“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა აღნიშნულ გუნდებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

ვიქტორ ოსიმენი სერია ა-ს ბომბარდირთა დავას 16 გოლით ლიდერობს და თანამემამულე ადემოლა ლუკმენს 4 გოლით უსწრებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში ხვიჩა საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა