ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, პარიზის გრანდ სლემი
Aa
Aa

პარიზში გრიგალაშვილი ოქროსთვის, მაისურაძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრები ორი მედლისთვის იბრძოლებს.

-81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილი თურქ ალბაირაკს დაუპირისპირდა და მარტივად, პირველივე წუთებზე სუფთა გდებით დაამარცხა.

ნახევარფინალამდე ტატომ მეოთხედფინალში გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა, უფრო ადრე კი კენია კოჰარა და ლორენცო პაროდი გამოთიშა ასპარეზობას.

რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელი მურად ფატიევს შეხვდა და საოცრად დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დისკვალიფიკაციით დამარცხდა. ოქროს ქულის მე-7 დამატებულ წუთზე მაისურაძემ აკრძალული ილეთი გამოიყენა, რაც საწყიდ წერტილად ტატამიზე თავის შეხებას გულისხმობს. ქართველი ძიუდოისტს თავიდან ვაზარი ჩაეთვალა, თუმცა მოგვიანებით ქულა გაუუქმეს და გამარჯვება აზერბაიჯანელ ძიუდოისტს მიანიჭეს. შედეგად, ლუკა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, ფინალის საგზური კი ფატიევს ერგო.

ამ ბრძოლამდე მაისურაძემ მეოთხედფინალში ბელგიელი სამი ჩოჩი გამოთიშა ასპარეზობას, მერვედფინალში კი ლიბანელი კარამნობ საგაიპოვს მოუგო.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავდათუაშვილის ოქრო - პარიზის გრანდ სლემზე ტიტული დაიცვა
შავდათუაშვილის ოქრო - პარიზის გრანდ სლემზე ტიტული დაიცვა