ტატო გრიგალაშვილი, პარიზის გრანდ სლემი
Aa
Aa

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია!

ტატო გრიგალაშვილი პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ფალავანმა ტურნირის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი სუფთა გდებით დაამარცხა და ოქროს მედალს დაესაკუთრა.

ფინალამდე, გრიგალაშვილი ნახევარფინალში თურქ ალბაირაკს დაუპირისპირდა და მარტივად, პირველივე წუთებზე იპონით დაამარცხა. უფრო ადრე კი მეოთხედფინალში გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილს მოუგო, მერვედფინალში კენია კოჰარა გამოთიშა ასპარეზობას, მანამდე კი ლორენცო პაროდის სძლია.

დღესვე, საქართველოს დელეგაციას მესამე მედალი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემაც მოუპოვა. ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხი დავიდ კლამერი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

საერთო ჯამში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ და შესაბამისად ოქროს მედლებს დაესაკუთრნენ, ბრინჯაოს მედალოსანი კი ლუკა მაისურაძე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები