გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას საოცარი მატჩი და 7 სეივი - ვალენსია მაინც დამარცხდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

იმის მიუხედავად, რომ `„ვორო“ გონსალესის გუნდი კატალონიიდან დამარცხებულის სტატუსით წავიდა, გიორგი მამარდაშვილმა „ღამურების“ შემადგენლობაში ალბათ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველმა მეკარემ ჟირონელებთან 7 სეივის შესრულება შეძლო და ყოველი მათგანი ერთი მეორეზე უკეთესი სანახავია. ამაში ქვემოთმოყვანილი ვიდეოთიც დარწმუნდებით.

„ვალენსიას“ კარში ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ბორხა გარსიამ გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. ამ გოლის ეპიზოდში ყველაზე ნაკლებად ალბათ ქართველი მეკარის დადანაშაულება შეიძლება, მთავარი ბრალი კი „ვოროს“ მცველებს მიუძღვით, რომელთა შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგაც შეძლო ბორხამ მამარდაშვილის კარის აღება.

20 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის დასრულების შემდეგ, „ღამურებმა“ ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლეს. ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 6 თამაშიდან „ვოროს“ გუნდმა 5 წააგო, ერთიც კი ფრედ ითამაშა.

„ვალენსიას“ მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას და ოსის შთაგონება უმნიშვნელოვანესია“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„კვარას და ოსის შთაგონება უმნიშვნელოვანესია“ - სპალეტი მატჩის შემდეგ