ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი მონპელიეში ითამაშებს - მეტოქე ცნობილია

საჩოგბურთო სამყაროში მონპელიეს ღია პირველობის ჯერი დგება, რომელიც 250-ქულიან კატეგორიაში გადის და საპრიზო ფონდი 630 705 ევრო გახლავთ.

მონპელიეში მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს, რომელიც პირველ წრეში ადგილობრივ კონსტანტ ლესტინის დაუპირისპირდება. ფრანგი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 48-ე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, ეს მოთამაშეები ერთმანეთს კარიერაში ორჯერ შეხვდნენ. პირველ შემთხვევაში ლესტინიმ 6:3 6:3 მოიგო, ხოლო მეორე დაპირისპირებაში ფრანგი ტრავმის გამო დანებდა და გამარჯვება ბასილაშვილს ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს ამ მომენტისთვის 595 სარეიტინგო ქულა აქვს ATP რეიტინგში 86-ე ადგილს იკავებს. ასევე გეტყვით, საქართველოს პირველმა ნომერმა უკანასკნელად ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც ტეილორ ფრიცთან 4 სეტში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები