ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი ორ სეტში - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა

მონპელიეს 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ გრეგუარ ბარერე დაუპირისპირდა და ორ სეტში - 3:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და ფრანგი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი მისი ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.

გრეგუარ ბარერე მსოფლიოს 75-ე ჩოგანი გახლავთ. ბასილაშვილი კი ამჟამად 87-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კონსტანტ ლესტინის დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში სამ სეტში 6:7 7:5 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოკერი და რეკორდი - რონალდუმ საუდის არაბეთში გაიბრწყინა
პოკერი და რეკორდი - რონალდუმ საუდის არაბეთში გაიბრწყინა