„არასდროს დაგივიწყებთ“ - მიწისძვრას 9 თურქი მოჭიდავე ემსხვერპლა
Aa
Aa

„არასდროს დაგივიწყებთ“ - მიწისძვრას 9 თურქი მოჭიდავე ემსხვერპლა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ინფორმაციით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 9 მოჭიდავე ემსხვერპლა. „არასდროს დაგივიწყებთ“ - ამ წარწერით ავრცელებს აღნიშნული ორგანიზაცია სპორტსმენთა ტრაგიკულ გარდაცვალებას.

ეს მოჭიდავეები არიან: მეჰმეტ ესკისარილი, აჰმეტ ტასი, ალი გურსოი, ერაი სიმსეკი, ჰალილ იბრაჰიმ ერდირნე, ჰასან სარიტურკი, ოზან დატლი, აჰმეტ დურმანი, ასლან ეკიზი.

თურქეთს და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით მიწისძვრას 20 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები