პირველი ტიტული ამ წელს - გორგოძემ პორტუს ტურნირი მოიგო
Aa
Aa

პირველი ტიტული ამ წელს - გორგოძემ პორტუს ტურნირი მოიგო

პორტუში გამართული ITF-ის ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ეკატერინე გორგოძისა და ესპანელი ლიერე რომეროს წყვილმა პორტუგალიელი მატილდე ჟორჟესა და ხორვატი ტარა ვურტის დუეტი სამ სეტში 6:4, 2:6, 11:9 დაამარცხა.

ფინალამდე განვლილ გზაზე გორგოძისა და რომეროს წყვილმა მხოლოდ ორი ეტაპი გაიარა, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გამარჯვებას ტურნირის მოგება მოჰყვა. ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

ეკატერინე გორგოძე პორტუში გამართული ტურნირის ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობდა, თუმცა 1/8-ფინალში პოლონელი ორსულა რადვანსკას ბარიერი ვერ დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რთული მატჩი მოიგო - ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
რთული მატჩი მოიგო - ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია