პატრიკ მაჰოუმსი
Aa
Aa

საოცარი სუპერბოული - მაჰოუმსი ტრავმამ ვერ შეაჩერა, კანზას სიტი ჩემპიონია

NFL-ის რიგით 57-ე სუპერბოულის გამარჯვებული „კანზას სითი ჩიფსი“ გახდა, რომელმაც „ფილადელფია იგლზსს“ საოცარ შეხვედრაში სძლია. „კანზას სითი“ მთელი მატჩის განმავლობაში მარცხდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდი ფენომენალურად ჩაატარა და 38:35 იმარჯვა.

„ჩიფსმა“ ცუდად დაიწყო და ყველაფერს კანზასელთა მთავარი ვარსკვლავის, პატრიკ მაჰოუმსის ტრავმა დაემატა. ამ უკანასკნელს კოჭი ჰქონდა დაზიანებული და „ფილადელფიასთან“ მატჩის პირველი ტაიმის ერთ-ერთ მომენტში ნატკენ ფეხში მოხვდა. დაზიანების მიუხედავად, მაჰოუმსმა მეორე ნახევარში ბრწყინვალედ იასპარეზა და MVP-ის ჯილდოც დაისაკუთრა.

„კანზას სითიმ“ სუპერ ბოული ისტორიაში მესამედ მოიგო, თანამედროვე ეპოქაში კი - მეორედ. „ჩიფსმა“ პირველი ტიტული 1969 წელს დაისაკუთრა, შემდეგ კი 50-წლიანი პაუზა ჰქონდა და ვინს ლომბარდის სახელობის თასს 2019 წლის სეზონში დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ მაჰოუმსმა 24-წლიანი წყევლა დაასრულა. სუპერ ბოულის დაწყებამდე, იგი სეზონის MVP-დ დაასახელეს და 1999 წლის შემდეგ, სეზონის საუკეთესო მოთამაშეს (ქუორთერბექს) სუპერ ბოული არც ერთხელ ჰქონდა მოგებული.

სხვათა შორის, შესვენებაზე გულშემატკივრების წინაშე Rihanna წარდგა და ტრიბუნებზე და ტელევიზორებთან მყოფ მაყურებლებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა