ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრ მიულერი
Aa
Aa

მარცხი რეიტინგის 170-ე ნომერთან - ბასილაშვილი დოჰას დაემშვიდობა

საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ძირითად ბადეში იასპარეზა.

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრ მიულერს დაუპირისპირდა, რომელიც ATP რეიტინგში 170-ე ადგილს იკავებს. გამარჯვება კი ფრანგ ჩოგბურთელს დარჩა. მიულერმა სამ სეტში 7:6 6:7 6:4 მოიგო. მატჩი 2 საათი და 40 წუთი გრძელდებოდა.

ბასილაშვილმა შეხვედრა ცუდად დაიწყო და თავისი პირველივე ჩაწოდება დათმო. ჯამში პირველ სეტში მოთამაშეებმა ორ-ორი ბრეიკი შეასრულეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი მიულერი იყო და სეტიც მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში, ნიკოლოზი ბრეიკით იგებდა, მაგრამ ალექსანდრმა თამაშში დაბრუნება შეძლო და ისევ ტაი-ბრეიკი მივიღეთ. გამარჯვება ამჯერად ქართველს დარჩა. „დისაიდერში“ კი მიულერმა ბრეიკიანი ჩამორჩება აღმოფხვრა და მეტიც, წინ გავიდა. საბოლოოდ 6:4 და ფრანგი შემდეგ ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დოჰას ტურნირზე ბასილაშვილი ფინალში გავიდა, სადაც ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა. დღევანდელი წაგების შემდეგ კი მას 481 ქულა დარჩა და ATP რეიტინგში 110-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები