რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ნადალი: ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ წელს გამარჯვებას მესი იმსახურებს

Laureus World Sportsman-ის ჯილდოზე დღეს ნომინანტები დასახელდნენ.

რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი), სტეფ კარი (კალათბურთი), მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1), მონდო დუპლანტისი (ათლეტი), ლეო მესი და კილიან მბაპე (ორივე ფეხბურთი).

ამ ფაქტთან დაკავშირებით, 22 დიდი სლემის მომგებმა რაფაელ ნადალმა სოციალურ ქსელში დაწერა და ლეო მესი ჯილდოს მთავარ ფავორიტად დაასახელა:

„დიდი პატივია ლაურეუსის ჯილდოზე კვლავ წარდგენა... მაგრამ... წელს... ლეო მესი, შენ ამას იმსახურებ",

- წერს ნადალი თავის გვერდზე.

ამ განცხადებას მესი მაშინვე გამოეხმაურა და ნადალისადმი პატივისცემა გამოხატა:

„შენნაირი დიდი სპორტსმენი ჩემზე ფსონს დებს, უსიტყვოდ მტოვებს. დიდი მადლობა რაფა ნადალს, შენ იმსახურებ ყველა ჯილდოს იმისთვის, თუ როგორ იბრძვი ყოველ ჯერზე, როცა კორტზე გადიხარ. შენ იმსახურებ იყო გამარჯვებული, მაგრამ ჩვენ იქ ჯერ კიდევ ბევრი კონკურენტი გვყავს, ასე არ არის? ლაურეუსის ჯილდოს ისინი ყველანი ნამდვილად იმსახურებდნენ".

- წერს მესი.

აქვე გეტყვით, რომ ლაურეუსის ჯილდო 2000 წლიდან გაიცემა. ნადალმა ის 2011 და 2021 წლებში მოიგო. მესი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ეს ჯილდო მოგებული აქვს. 2020 წელს არგენტინელმა ის ლუის ჰამილტონთან ერთად გაიყო.

ლაურეუსის ჯილდო ყველაზე მეტჯერ (5) როჯერ ფედერერს აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გარდა ყველამ იცოდა, რომ მსახიობი ვარ“ - კევინ ჯეიმსი მერაბთან სპარინგს იხსენებს
„მის გარდა ყველამ იცოდა, რომ მსახიობი ვარ“ - კევინ ჯეიმსი მერაბთან სპარინგს იხსენებს