ჯეიკ პოლი, ტომი ფიური
Aa
Aa

„Drake-ის წყევლის ბრალია“ - ჯეიკ პოლმა ტომი ფიურისთან წააგო

საუდის არაბეთში, ცნობილი იუთუბერის, ჯეიკ პოლისა და მძიმეწონოსანი მოკრივის, ტაისონ ფიურის ნახევარძმის, ტომი ფიურის ბრძოლა (კრივის წესებით) გაიმართა. ამ ჩხუბის მიმართ უდიდესი ინტერესი იყო მიპყრობილი და ბრძოლა ფიურის გამარჯვებით დასრულდა.

ჯეიკ პოლი ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. ბრძოლა 8 რაუნდს გაგრძელდა და არბიტრებმა გამარჯვება ფიურის მიანიჭეს, თუმცა, მათი გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა. პოლი კარიერაში პირველად დამარცხდა და ჩხუბის შემდეგ, ხუმრობით ყველაფერი Drake-ის წყევლას დააბრალა.

„ჯანდაბა, ეს მარცხი Drake-ის ბრალია. Drake, ძმაო, ეს რატომ გამიკეთე? ვხუმრობ, ვხუმრობ. წაგება ჩემი ბრალია. მინდა, Drake-ს ბოდიში მოვუხადო და დავპირდე, რომ მატჩ-რევანშში აუცილებლად გავიმარჯვებ. ტომის დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, გაიმარჯვა. თავს კარგად არ ვგრძნობ. მოსამზადებელი კემპისას, 2-ჯერ ცუდად გავხდი და ხელის ტრავმაც მივიღე, თუმცა ამით თავს არ ვიმართლებ და ნამდვილად დავმარცხდი“, - განაცხადა პოლმა ჩხუბის შემდეგ.

Drake-ის წყევლას რაც შეეხება, ცნობილმა რეპერმა პოლის ნოკაუტით გამარჯვებაზე 400 000 აშშ დოლარი დადო და სასურველი შედეგის შემთხვევაში, 1.5 მილიონამდე იგებდა. მატჩის შემდეგ, ჯეიკმა კანადელი რეპერი სწორედ ამიტომ ახსენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-გოლიანი თრილერი - ულამაზესი გოლების მატჩი
7-გოლიანი თრილერი - ულამაზესი გოლების მატჩი