ნაუელ მოლინა
Aa
Aa

„ჩვენ მარადისობის გასაღები მივიღეთ“ - მოლინა მუნდიალს იხსენებს

ნაუელ მოლინამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა და არგენტინელთა ტრიუმფზე ისაუბრა.

- რატომ გახდა არგენტინა ჩემპიონი?

„იმიტომ რომ გუნდი ვიყავით. ყველა ერთი მიმართულებით, ერთი მიზნისკენ მივდიოდით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რამაც ტიტულის მოგებამდე მიგვიყვანა.

პირველი თამაშის შემდეგ ყველა ვიტანჯებოდით, საკუთარ თავში ეჭვი გვეპარებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობდით, რომ გუნდი უფრო შორს წავიდოდა. მექსიკასთან შეხვედრაში ძალიან დაძაბული გარემო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რთული მეტოქე გვყავდა, გვჯეროდა ერთ-ერთი ჩვენგანი გადამწყვეტ წვლილს შეიტანა გამარჯვებაში. და მესიმ ანგარიში გახსნა, მან დიდი მნიშვნელობის გოლი გაიტანა. შემდეგ კი ენცოს გოლი გავიდა. ჩვენ დანებება არ გვჭირდებოდა და საბედნიეროდ ასე არც მოვქცეულვართ.

ჩვენ მარადისობის გასაღები მივიღეთ. არგენტინასთან ერთად მესამე ტიტულის მოგება არის ის, რაც ისტორიაში დარჩება და ჩვენ მას მუდამ გულებში შევინახავთ“,

- განაცხადა „ატლეტიკოს“ მარჯვენა მცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: The Best-ზე არგენტინელების გამარჯვება ლოგიკური იყო
ანჩელოტი: The Best-ზე არგენტინელების გამარჯვება ლოგიკური იყო