პელე
Aa
Aa

„თასი სამხრეთ ამერიკაში უნდა დარჩეს, მესი ამას იმსახურებს“ - რას ამბობდა პელე ფინალამდე

პელეს ქალიშვილმა კელი ნასიმენტომ 2022 წლის მუნდიალზე ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთის მეფე თვლიდა, რომ თასი სამხრეთ ამერიკაში უნდა დარჩენილიყო და ამის გაკეთება არგენტინას შეეძლო.

პელე თვლიდა, რომ მესი თასის აღმართვას იმსახურებდა. ლეგენდის ქალიშვილმა ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც მესის მეუღლესთან ანტონელასთან ერთად არის. სწორედ ამ ვიდეოში ისაუბრა მამის სიტყვების შესახებ.

„ეს არის ლამაზი და მოხდენილი ანტონელა როკუცო, მესის ცოლი. მესისთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, ამიტომ მესიჯი მისი მეშვეობით გავუგზავნე.

როდესაც ბრაზილია ხორვატიასთან დამარცხდა, მამაჩემის მდგომარეობა უკვე ბევრად გაუარესებული იყო. ყველას სურდა, რომ ბრაზილიას ეს თასი მამაჩემისთვის მოეგო. ბრაზილიის დამარცხების შემდეგ ყველა, ვინც საავადმყოფოში შედიოდა მას ეკითხებოდა: „ახლა რა მოხდება, პელე? ვისი გამარჯვება გინდა ახლა? ალბათ რა თქმა უნდა, არა არგენტინის!“

და მან უპასუხა: „დიახ, არგენტინამ უნდა მოიგოს! ეს თასი სამხრეთ ამერიკაში უნდა დარჩეს და მესი ამას იმსახურებს“.

პასუხის მოსმენისას ისინი შეშფოთდნენ. არგენტინის სავარაუდო ჩემპიონობას საშინელება უწოდეს. მამამ კი უთხრა: „დიახ, მესი ამას იმსახურებს“.

ფინალზე ტელევიზორს ვეღარ უყურებდა, მაგრამ მიხვდა, რომ არგენტინამ მოიგო და მესიმ თასის აწევა მოახერხა. ის ბედნიერი იყო“,

- ამბობს პელეს ქალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პელე 2022 წლის 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი მონსტრს ქმნის? კვარას პროგრესი და სპალეტის იდეალური მიდგომა
ტენ ჰაგი მონსტრს ქმნის? კვარას პროგრესი და სპალეტის იდეალური მიდგომა