სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ბრინჯაოს მედალი - სანდრო ბაზაძის სასწაული და წარმატება მსოფლიო თასზე

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ იტალიის ქალაქ პადუაში გამართულ მსოფლიო თასზე იასპარეზა. სანდრომ წარმატებას მიაღწია, საოცარი შეხვედრა შემოატრიალა, ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მერვედფინალში, ქართველი მოფარიკავის მეტოქე სამხრეთ კორეელი დო გიეონდონი იყო, რომელსაც ბაზაძემ დაძაბულ ბრძოლაში სძლია - 15:14. მეოთხედფინალში, სანდრომ სასწაული მოახდინა. იგი გერმანელ მოფარიკავესთან, მატიაშ საბოსთან 5:14-ს აგებდა, მაგრამ დაპირისპირება შემოატრიალა და 15:14 მოიგო.

ნახევარფინალში სანდრო მეტოქე მასპინძელი მიკელე გალო იყო. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ქულა მეტოქემ დაისაკუთრა და სანდრომ 14:15 წააგო, თუმცა ნახევარფინალში გასვლა ბრინჯაოს მედლის ასაღებად საკმარისი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ოქროს მედალი ზემოთ ხსენებულმა გალომ მოიპოვა. ამ უკანასკნელმა ფინალში არტიომ სარქისიანი 15:9 დაამარცხა. მეორე ბრინჯაოს მედალი ჯოვანი რეპეტიმ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესო კვირა ჰქონდა“ - რას ამბობენ კარლსრუეში ბუდუზე?
„საუკეთესო კვირა ჰქონდა“ - რას ამბობენ კარლსრუეში ბუდუზე?