ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

აუცრელობის გამო აშშ ჯოკოვიჩს ქვეყანაში კვლავ არ უშვებს

ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ ქვეყანაში შესვლის უფლებას კვლავ არ აძლევს. საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე ყოფნაზე. აუცრელ პირებს ამერიკაში საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.

ჯოკოვიჩი ითხოვდა, რომ მისთვის გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ სერბმა საბოლოოდ უარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი სენატორი რიკ სკოტი ავრცელებს.

სკოტი ითხოვს, რომ საქმეში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩაერიოს და პრობლემა მოაგვაროს:

„ჯო ბაიდენმა უნდა გამოასწოროს ეს, თან ახლავე, გამონაკლისი დაუშვას და ჯოკოვიჩს ნება დართოს აშშ-ში იასპარეზოს“.

- ამბობს სენატორი.

აშშ-ის ხელისუფლებამ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა. თუ აკრძალვა კვლავ არ გაახანგრძლივეს, მაშინ სერბი US Open-ზე თამაშს შეძლებს.

ამჟამინდელი მონაცემებით კი ჯოკოვიჩი აშშ-ში ორ მასტერსს გამოტოვებს - ინდიან უელსაა (6-15 მარტი) და მაიამის (19 მარტი 2 აპრილი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგარი ამბავი - სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში ითამაშებს
მაგარი ამბავი - სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში ითამაშებს