გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

„მეტოქის ფარზე ბრწყინვალე იყო“ - ბითაძის კარგი მატჩი იუტასთან

NBA-ში „ორლანდო მეჯიქი“ შინ „იუტა ჯაზთან“ 124:131 დამარცხდა.

მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძეს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა პარკეტზე დიდი დრო გაატარა, 20 წუთი და 45 წამი ითამაშა, მის აქტივში 3 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში, 2 დაცვაში), 2 დაფარება და 2 პასია. გოგამ სამჯერ ისროლა და მხოლოდ ერთხელ ჩააგდო, მათ შორის სამქულიანი არ იყო. მან ბურთი ერთხელ დაკარგა. ასევე, გოგამ 4 საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ „ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ბითაძეზე შემდეგი რამ თქვა: „გოგა მეტოქის ფარზე ბრწყინვალე იყო“.


„ორლანდომ“ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 დათმო, მხოლოდ 1 მოიგო. ასევე, ბოლო სამი მატჩიდან „ორლანდომ“ ყველა წააგო.

გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას, 12 მარტს, შინ „მაიამისთან“ ჩაატარებს.

მიმდინარე კვირაში „ორლანდოს“ გამთამაშებელმა კოულ ენტონიმ ბითაძე შეაქო:

„გოგას საკალათბურთო უნარები ნამდვილად აქვს და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ჩვენთან ცოტა ხანია იმყოფება და ჭკვიანი კალათბურთელია. სულ სპორტდარბაზში ვხედავ, თავდაუზოგავად შრომობს და შანსების მისაღებად მზადაა. ერთ-ერთი დღეს მიიღო და გოგა კარგი კალათბურთელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჭკვიანი კალათბურთელია“ - ორლანდოს თავკაცი და ერთ-ერთი ლიდერი გოგაზე
„ჭკვიანი კალათბურთელია“ - ორლანდოს თავკაცი და ერთ-ერთი ლიდერი გოგაზე