სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუს მაგარი მატჩი - 11 ქულა და გადამწყვეტი სამქულიანი

გამთენიისას NBA-ს მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენ ინტერესს „სან ანტონიოსა“ და „დენვერის“ დაპირისპირება იწვევდა. სანდრო მამუკელაშვილი გრეგ პოპოვიჩის გუნდში ნელ-ნელა თამაშს უმატებს და ეს მის შედეგებს ისახება.

„სფურსმა“ შეხვედრა 128:120 მოიგო და ამაში თავისი სოლიდური წვლილი „მამუმაც“ შეიტანა. ქართველმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, მისი მონაგარი 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი იყო. მამუკელაშვილმა ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 2 ზუსტი სამქულიანი ესროლა და ორიდან 1 საჯარიმო გამოიყენა.

მისი ბოლო სამიანი შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა. როცა ანგარიში 116:120 იყო, „მამუს“ სამქულიანმა სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა და მატჩს წერტილი დაუსვა.

მამუკელაშვილის ყველა გამორჩეული მომენტი შეხვედრიდან

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო 23 ქულით ჯონსონი იყო. შეხვედრაში ყველაზე ნაყოფიერი „დენვერიდან“ იოკიჩი გახლდათ, რომელმაც 37 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.

„სან ანტონიომ“ სეზონში მე-17 შეხვედრა მოიგო. მომდევნო დაპირისპირება პოპოვიჩის გუნდს 13 მარტს „ოკლაჰომასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“
სპალეტის კვარას პოსტზე ჰკითხეს - „ხვიჩა სწორად მოიქცა“