სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუმ ოკლაჰომასთან ითამაშა | საჯარიმოები და 1 ორქულიანი

სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიო სპურსის“ რიგებში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა „მამუს“ თავის გამოჩენის შანსი „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მისცა, რომელიც ტექსასელებმა 90:102 წააგეს.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 16 წუთი და 38 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება იყო. „მამუმ“ მეტოქის კალათს 6-ჯერ შეუტია და მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა კი საჯარიმოებით აიღო - 6-დან 4 საჯარიმო. ქართველ კალათბურთელს 1 მოხსნა „ოქეისის" ფარზე ჰქონდა და 3 სამქულიანი გააფუჭა, მის პასივში კი 2 დაკარგვა და 1 ჯარიმა იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა ზაკ კოლინსის ანგარიშზეა, რომელმაც 11 მოხსნაც მიითვალა. დევონტე გრეჰემმა 20 ქულა გააკეთა, ხოლო დაგ მაკდერმოტმა მატჩი 11 ქულით დაასრულა. „ოკლაჰომას“ 21 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 7 მოხსნით ჯეილენ უილიამსმა ულიდერა. ჯოშ გიდის 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, ლუკ დორტს კი - 12 ქულა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“ 17 მოგება და 50 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 გახლავთ. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 მარტს გამართავს და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბისთვის, ეს კარგად არ დასრულდება“ - დენა უაითი
„მერაბისთვის, ეს კარგად არ დასრულდება“ - დენა უაითი