მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ვთქვი, რაც გულში მქონდა“ - დვალიშვილი ინტერვიუებზე უარს ამბობს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ თავისი სათქმელი თქვა და ამ ეტაპზე ინტერვიუებზე უარს ამბობს.

„ძალიან ბევრი ჟურნალისტი მიკავშირდება საქართველოდან ინტერვიუსთვის… დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ მე ჩემი საქმე გავაკეთე. გულში რაც მქონდა ისიც ვთქვი იქვე და პრესკონფერენციაზე. ჩემი ისტორიაც და განვლილი გზაც ცნობილია…. ბოდიში, მაგრამ ზედმეტად მომაჩნია ამ ყველაფერზე ყველა ჟურნალისტთან თავიდან საუბარი თან როცა ახლა სხვა გადადებული საყოფაცხოვრებო ჩემი პირადი საქმეები დამიგროვდა. ამიტომ, გული რომ არავის დაწყდეს, ვერავისთან ჩავწერ… თუ გინდათ ჩემი მშობლები მოიკითხეთ ვანში და მათთან ჩაწერეთ რამე“.

ცნობისთვის, იანთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მერაბისთვის ეს საუკეთესო შედეგია და მან შონ ომალი ჩამოიტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საეჭვოდ კარგი კარდიო ჰქონდა“ - იანის სპარინგ-პარტნიორი მერაბზე
„საეჭვოდ კარგი კარდიო ჰქონდა“ - იანის სპარინგ-პარტნიორი მერაბზე