გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი, პაოლო ბანკერო, ჯერემი სოხანი, ზაკ კოლინსი, დაგ მაკდერმოტი, ვენდელ კარტერ ჯუნიორი
Aa
Aa

მამუს მაგარი პასები | გოგას სათამაშო დრო არ მისცეს

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს, ქართველი კალათბურთელების გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ. გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსს“ ესტუმრა და 114:132 დამარცხდა.

სამწუხაროდ, გოგას სათამაშო დრო არ მიეცა, „მამუს“ კი კარგი შეხვედრა ჰქონდა. სანდრომ პარკეტზე 21 წუთი და 29 წამი გაატარა და აქტივში 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „მამუმ“ 2 ბრწყინვალე ასისტიც შემოგვთავაზა, რომლებიც ტექსასელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. მის პასივში 2 დაკარგვა და 3 ჯარიმა იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ჯერემო სოხანი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და 29 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ზაკ კოლინსმა მატჩი 25 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა, ხოლო დევონტე გრეჰემსა და დაგ მაკდერმოტს 15-15 ქულა ჰქონდათ. „ორლანდოს“ 27 ქულით პაოლო ბანკერომ ულიდერა. ვენდელ კარტერ ჯუნიორმა 16 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა, ხოლო კოულ ენტონი 14 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „მეჯიქს“ 28 მოგება და 41 წაგება აქვს და პლეი ინის ტურნირში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. ფლორიდელები მომდევნო მატჩს 17 მარტს, „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავენ. „სან ანტონიოს“ რაც შეეხება, „სპურსის“ ანგარიშზე 18 მოგება და 50 მარცხია. ტექსასელთა მომდევნო გაჩერება „დალას მავერიქსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალის ტოლფასი თამაშია“ - სპალეტი აინტრახტთან მატჩზე
„ფინალის ტოლფასი თამაშია“ - სპალეტი აინტრახტთან მატჩზე