ლივერპული, რეალი, ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

ლივერპული მადრიდშიც დამარცხდა - რეალი მეოთხედფინალშია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „რეალმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მთელი მატჩის განმავლობაში „რეალი“ დომინირებდა და მერსისაიდული გრანდი ტიბო კურტუას თითქმის ვერ აწუხებდა. რა თქმა უნდა, იყო პირველ ტაიმში გარკვეული მომენტები, მაგრამ „ბლანკოსის“ კარს დიდი საფრთხე არ დამუქრებია.

ამის საპირისპიროდ კი ალისონ ბეკერს ბევრი საქმე ჰქონდა. კროოსი, მოდრიჩი და კამავინგა შორიდან ურტყამდნენ, რაც ძალიან სახიფათო იყო. ედუარდოს დარტყმის შემთხვევაში კლოპის გუნდის კარი ძელმა იხსნა. პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. ბურთი უფრო ხშირად „სამეფო კლუბს“ ჰქონდა და „ლივერპულს“ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. შეხვედრის 79-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ერთადერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1:0 დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში კი 6:2.

ამ თამაშის შემდეგ ყველა მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა. მეოთხედფინალში „რეალი“, „ნაპოლი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“, „ბენფიკა“, „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მილანი“ გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები