ლივერპული, ჩემპიონთა ლიგა, იურგენ კლოპი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“განსაკუთრებულ სპექტაკლს ვამზადებდით“ - კლოპი რეალთან წაგების შემდეგ

მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულს“ განმეორებითი მატჩიც მოუგო(1:0) და მეოთხედფინალში გავიდა. ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კლოპმა?

„როდესაც ასეთ მომენტში შემდეგ ეტაპზე გასვლა გინდა, განსაკუთრებულად უნდა ითამაშო. დღეს ჩვენ განსაკუთრებულად ვერ ვითამაშეთ. მეოთხედფინალში სწორი გუნდი გავიდა და ეს უნდა ვაღიაროთ. „რეალი“ მთელ თამაშს აკონტროლებდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ ეს არის ის, რაც მივიღეთ.

ასეთ მატჩში მომენტები გვჭირდებოდა, მაგრამ „რეალი“ გაცილებით უკეთესი იყო. ოთხი ტაიმიდან სამში ანჩელოტის გუნდი უკეთესი იყო. „ენფილდზე“, რომ მატჩი ფრედ დასრულებულიყო და დღეს ასე გვეთამაშა, მაინც გავვარდებოდით. განსაკუთრებულ სპექტაკლს ვამზადებდით, მაგრამ მოედანზე ეს ვერ გავაკეთეთ.“

შეგახსენებთ, რომ 8 საუკეთესო გუნდში „ნაპოლი“, „ინტერი“, „მილანი“, „რეალი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“, „ბენფიკა“ და „მანჩესტერ სიტი“ მოხვდნენ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები