მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: „იანის მარცხმა ძალიან გამაკვირვა, აშკარად რაღაც სტკიოდა“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბს გამოეხმაურა. ცარუკიანის პროგნოზი რუსი მებრძოლის გამარჯვება იყო და იანის წაგების შემდეგ, არმანმა განაცხადა, რომ ეს პიოტრის ყველაზე ცუდი ჩხუბი იყო, რომელიც საკუთარი თვალით უნახავს.

„იანის წაგებამ ძალიან გამაკვირვა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა. პიოტრი საკუთარ თავს არ ჰგავდა და შესამჩნევი იყო, რომ ხელი და კიდევ რაღაც სტკიოდა. იგი დარტყმებს ვერ ახორციელებდა, დისტანციას ვერ იჭერდა და მე-3 რაუნდში ვეღარ სუნთქავდა. ეს ის იანი არაა, რომელიც UFC-ში ჩხუბობს ხოლმე და მისი ყველაზე ცუდი ბრძოლა იყო, რომელიც საკუთარი თვალით მინახავს.

ვფიქრობ, მას არაფრის შეცვლა არ სჭირდება. იანი ყოფილი ჩემპიონია და იცის, როგორ იმუშაოს. მერაბთან ბრძოლაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა. შესაძლოა, მოსამზადებელი კემპი ისეთი არ იყო, როგორიც უნდოდა ან ტრავმა ჰქონდა და არ ჩაეხსნა, რადგან ეგონა, მიზანს მაინც მიაღწევდა. მგონია, რომ მომდევნო დაპირისპირებას მარლონ ვერასა და კორი სენდჰეგენის ჩხუბის გამარჯვებულთან გამართავს“.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანის დამარცხების შემდეგ, მერაბმა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რუსი მებრძოლი კი მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის“ - კვარამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა
„დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის“ - კვარამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა