შენგელია დაბრუნდა - ვირტუს ბოლონია მონაკოსთან დამარცხდა
ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჩუტყვავილა ჰქონდა და 5 მარტის შემდეგ არ უთამაშია. შენგელია პარკეტზე ევროლიგაზე, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ვიხილეთ, რომელიც მისმა „ვირტუს ბოლონიამ“ 68:81 წააგო.
მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული გამოვიდა. იტალიურმა კლუბმა საწყისი მეოთხედი 1 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 4-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 37:41. „ვირტუს ბოლონიამ“ მეორე ტაიმი ცუდად ჩაატარა, ჯამში მხოლოდ 31 ქულა ჩააგდო და უშანსოდ დამარცხდა.
#Eurolega: la #VirtusBologna affonda a #Monaco 81-68 https://t.co/I00VyJsncY
— La Gazzetta dello Sport (@Gazzetta_it) March 16, 2023
შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი და 5 წამი გაატარა და 2 ქულას, 3 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას დასჯერდა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა, 2 დაკარგვა ჰქონდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 13 მოგება და 16 წაგება აქვს და პლეიოფში მოსახვედრად ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდება. ქართველი კალათბურთელის გუნდის მომდევნო გაჩერება „ოლიმპია მილანოა“, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში, 19 მარტს დაუპირისპირდება.