რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

დოლიძე VS ვეტორი - წონა ორივემ დააფიქსირა

შაბათს, UFC 286-ზე რომან დოლიძე იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება.

დღეს აწონვის ცერემონია გაიმართა, სადაც ორივე მებრძოლმა წონა წარმატებით ჩააბარა და ყველანაირი გართულების გარეშე ბრძოლა შედგება.

ვეტორისა და დოლიძის დაპირისპირება 19 მარტს 01:00-ზეა ჩანიშნული.

დოლიძემ UFC-ის მე-4 ნომერთან დაპირისპირებამდე პრესასთან ისაუბრა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

„მარვინ ვეტორი ძალიან კარგი და მრავალმხრივი მებრძოლია, თუმცა, UFC-ში ყველა ასეთია. მასთან ჩხუბისთვის მზად ვარ და ყველაფერს დრო გვიჩვენებს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვეტორი ყველგან ერთნაირია. ის ყოველთვის წინ მიდის, დარტყმების კონკრეტული ტექნიკა აქვს და ბოლო ჩხუბებში, მის არსენალში სერიოზული ცვლილებები არ დამინახავს. ჰერმანსონთან ბრძოლის შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი გამოვიწვიე, მაგრამ მისგან და UFC-ისგან პასუხი არ მიმიღია და არ ველოდი, ვეტორისთან ჩხუბს ასე სწრაფად თუ ჩამინიშნავდნენ. ეს ჩემთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

თუ მას დავამარცხებ ტიტულისთვის ბრძოლას მოვითხოვ, რადგან ქამრისთვის უკვე ყველა მათგანმა იჩხუბა. რატომაც არ?! მარვინს მაღალი რეიტინგი აქვს და უფრო ცნობილიც არის. მასთან მოგება ტიტულთან უფრო დამაახლოვებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდება უკრაინას, არა ომს“ - რუსეთში მერაბის განცხადებას ცენზურა დაადეს
„დიდება უკრაინას, არა ომს“ - რუსეთში მერაბის განცხადებას ცენზურა დაადეს