რომან დოლიძე
Aa
Aa

„UFC-ში ქართველი მებრძოლების რაოდენობა მალე გაიზრდება“ - დოლიძის ინტერვიუ BT Sport-თან

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე BT Sports-ს ესაუბრა. „კავკასიელმა“ წონის კლების პროცესი გაიხსენა და მომდევნო ჩხუბზე ილაპარაკა, რომელსაც მარვინ ვეტორის წინააღმდეგ, UFC 286-ის ეგიდით გამართავს.

წონის კლებაზე

„ყველაფერი ძალიან კარგადაა. საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები და წონის კლების პროცესი არც თუ ისე ძნელი იყო. გუშინ საღამოს 5.5 კილოგრამამდე დავიკელი, დღეს დილით კი კიდევ 2.

მარვინ ვეტორიზე

„ჩემთვის ყველა ჩხუბი მნიშვნელოვანია და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ვიცი, რომ ლონდონში გიჟური პუბლიკა გვეყოლება. ისინი ძალიან დიდ ხმაურს შექმნიან და ამისთვის მზად ვარ. არის თუ არა ეს ბრძოლა ჩემთვის პერსონალური? წარმოდგენა არ მაქვს, ვეტორი რატომ ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. მარვინს თითქმის არ ვიცნობ, მასზე ცუდი არაფერი მითქვამს და კარგი ბიჭია. როცა შევხვდით მხოლოდ ერთი რაუნდი ვისპარინგეთ, ერთი! წარმოდგენა არ მაქვს, ასეთი განცხადებები რატომ გააკეთა. ეს ძალიან უცნაურია. სპორტდარბაზში გიგა ჭიკაძის სანახავად მივედი და მარვინი იქ დამხვდა. სულ ეს იყო“.

ქართველ მებრძოლებზე

„ქართველი მებრძოლების აღმასვლას რაც შეეხება, ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე UFC-ში ბევრად მეტ ქართველს ვიხილავთ. საქართველოში ახალგაზრდები MMA-ით ინტერესდებიან და ეს სპორტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება“.

შეგახსენებთ, რომ ვეტორისა და დოლიძის ჩხუბი თბილისის დროით, 19 მარტს გაიმართება და დაახლოებით, 01:00-ზე დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ცვლილება ლეხის ისტორიაში შევა“ - კვეკვესკირის აღიარება და მაღალი შეფასება
„ეს ცვლილება ლეხის ისტორიაში შევა“ - კვეკვესკირის აღიარება და მაღალი შეფასება