ვლადიმერ გამყრელიძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში გავიდა

ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში გავიდა.

თავისუფალ სტილით ჭიდაობის 79 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ახალგაზრდა ფალავანი ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდის დაუპირისპირდება. საჩემპიონო ბრძოლა ხვალ გაიმართება.

ფინალამდე გამყრელიძემ სამ მეტოქეს რუმინელ გიგი მარიან სუბტირიცას, ებრაელ მაქს კასპეროვიჩსა და მოლდოველ ებგენი მიჰალკინს აჯობა.

ხვალვე ბრინჯაოს მედლებისთვის ლუკა ღვინჯილია და დავით ფაცინაშვილი იბრძოლებენ.

57 კილოგრამ კატეგორიის ნახევარფინალში ღვინჯილიამ გერმანელ შტეჩელთან წააგო , ხოლო 70 კილოში თავის ნახევარფინალური დაპირისპირება ფაცინაშვილმა აზებრაიჯანელ მაგომედ ბაშირ ხანიევთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია
ზედიზედ მეორედ - დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია