სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

პირადი რეკორდი - მამუკელაშვილის 14 მოხსნა და კარგი მატჩი NBA-ში

გამთენიისას NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენს ინტერესს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიოსა“ და „მემფისის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. საბოლოოდ „მემფისმა“ შეხვედრა 126:120 მოიგო.

მორიგი ნაყოფიები წუთები ჰქონდა მამუკელაშვილს, რომელმაც ჯამში 22:45 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 საჯარიმო და 1 არაზუსტი სამიანიც ისროლა.

რაც შეეხება სანდროს 14 მოხსნას, ეს მის კარიერაში (NBA) უმაღლესი შედეგი და პირადი რეკორდია. აქამდე მას 13 მოხსნა (კლივლენდთან) „მილუოკიში“ ყოფნისას ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „სან ანტონიომ“ ხელიდან კარგი შანსი გაუშვა. ბოლო მეოთხედის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე, „სფურსი“ 106:96-ს იგებდა. სანდრომ პარკეტი სირენამდე 2:05 წუთით ადრე დატოვა. ამ დროს მისი გუნდი 8 ქულით იგებდა. საბოლოოდ პოპოვიჩის ბიჭებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ძირითადი დრო 109:109 დასრულდა.

დამატებით დროში მამუკელაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა. მისმა გუნდმა კი ოვერტაიმი 11:17 დათმო.

„სან ანტონიო“ მორიგ შეხვედრას 19 მარტს საკუთარ კედლებში „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბიჭი ერთ ფუნდამენტურ რამეს ავლენს“ - დელ პიერო კვარაზე
„ეს ბიჭი ერთ ფუნდამენტურ რამეს ავლენს“ - დელ პიერო კვარაზე