ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„ეს ნაპოლის წელია, ჩემთვის ისინი უკვე ფინალში არიან“ - იტალიელი ექსპერტი

ყოფილი საფეხბურთო აგენტი და ამჟამად ექსპერტი ენრიკო ფედელე „ნაპოლის“ შესახებ ხშირად საუბრობს. ამჯერად მან Radio Marte-სთან ჩემპიონთა ლიგის წილისყრასა და ნეაპოლელების „მილანთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„წილისყრამდე ვთქვი, რომ ნაპოლისთვის მილანთან შეხვედრა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ნაპოლის წელია. ჩემთვის ნაპოლი უკვე ფინალშია. ამას იმდენად რეალურად ვთვლი, რომ უკვე სტამბოლის ბილეთების დაჯავშნასაც ვაპირებ.

თასიდან, რომ არ გამოვარდნილიყვნენ, შესაძლოა ეს ნაპოლისთვის ტრიპლეტის წელი ყოფილიყო.

ფაქტობრივად ისე მოხდა, რომ 3 გემი - სიტი, ბაიერნი და რეალი ერთი დარტყმით ჩაიძირება. ამ სამი გუნდიდან ფინალში ერთ-ერთს დავუპირისპირდებით და ასეთ მეტოქესთან ფინალში გამარჯვება ყოველთვის შეგიძლია, რადგან ეს ერთმატჩიანი დუელი იქნება. აქ უკვე უპირატესობა აღარ არსებობს.

წონაზე, ქარიზმაზე, ტრადიციებზე და ასეთ დეტალებზე, თუ ვისაუბრებთ გასაგებია, რომ ბაიერნს, სიტისა და რეალს რაღაც მეტი აქვთ. ვინ მირჩევნია ფინალში? ბაიერნი ყოველთვის მაშინებს, რეალი ასეთი მატჩების თამაშს მიჩვეულია, მირჩევნია სიტის შევხვდეთ, რადგან მათ თავიანთი სათამაშო სტილის დაწესება უყვართ, შესაბამისად, თუ ნაპოლის არ შეეშინდება და ისე ითამაშებს, როგორც ნამდვილად იციან, შესაძლოა ყველაფერი მოხდეს“.

- აღნიშნა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები 4-5 და 18-19 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: „კვარა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“
სიომინი: „კვარა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“