ტოჩინოშინი
Aa
Aa

პირველივე დაჯახებისას დააგდო - ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება

ოსაკაში მიმდინარე სუმოს წლის მეორე ბაშოზე, რანგით მეორე ჯურიოს ლიგაში ლევან გორგაძემ მე-7 ბრძოლა გამართა და გამარჯვება შეძლო.

„ჰარუ ბაშოზე“ ტოჩინოშინმა ენჰოს საკმაოდ მარტივად სძლია. სასტარტო შეჯახებისას ქართველმა მეტოქეს ძალაში აშკარად აჯობა და ადგილზე დააგდო.

ენჰომ თავის შემაგრება ვერ შეძლო და დოჰიოზე დაეცა. შედეგად ლევანმა ოშიტაოშის ილეთით იმარჯვა.

ამრიგად 7 ტურის შემდეგ, ტოჩინოშინს 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად გორგაძეს მინიმუმ 8 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე როგა იქნება, რომელსაც ლევანის მსგავსად 3 მოგება და 4 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Sun: თუ, კვარას იყიდიან იუნაიტედში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება
The Sun: თუ, კვარას იყიდიან იუნაიტედში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება