ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: ასე უფრო მომწონს, როცა კვარას კისრის ძარღვი ებერება

სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ ტურინში „ტორინოს“ დაუპირისპირდება. ლუჩანო სპალეტიმ ტრადიციულად მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.

სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და პიოტრ ზელინსკისთან ერთად საინტერესო კონტექსტში ახსენა.

„ზელინსკი? მას კარგი გამძლეობა აქვს, ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. ტექნიკა, გოლები, პიოტრი არაჩვეულებრივად ურტყამს მარჯვენა და მარცხენა ფეხითაც.

ზოგჯერ საჭიროა, რომ კისრის ძარღვი დაგებეროს, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა (ატალანტასთან გოლისას), როდესაც მან დრიბლინგით ყველა მოატყუა. როცა ხვიჩა ჩვენთან ჩამოვიდა, მას კისერში ძარღვი ერ ეტყობოდა. ახლა კი ეტყობა და მე ასე უფრო მომწონს“.

- თქვა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე.

ნეაპოლელებს 26 ტურის შემდეგ უახლოეს მდევრებთან 18-ქულიანი ფორა აქვთ და რთულად წარმოსადგენია, რომ ვინმემ სპალეტის გუნდს კონკურენცია გაუწიოს.

აქვე გეტყვით, რომ „ტორინოსა“ და „ნაპოლის“ მატჩი კვირას 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: დიდი ადამიანი და მშვიდი ბავშვი - ვეას მსგავსად ოქროს ბურთის გზაზე
MARCA: დიდი ადამიანი და მშვიდი ბავშვი - ვეას მსგავსად ოქროს ბურთის გზაზე