რეალი, ბარსელონა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ“ - ანჩელოტი ბარსასთან მატჩის წინ

ლა ლიგაში „ელ კლასიკოს“ დრო დადგა. „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ჩემი გუნდი ახლა კარგ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაშია. საოცრად მოტივირებულები ვარ და ფეხბურთელების მუშაობით აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, დაცვის ხაზი გაუმჯობესდა. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს და რაიმე განსაკუთრებულს ვერ შევთავაზებთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მაქვს, თუ არა შიში? რაღაც ასეთი ყოველთვის მაქვს. მატჩამდე დარჩენილი 2 საათი ჩემთვის ყველაზე უსიამოვნოა.

კარიმ ბენზემა თავს შესანიშნავად გრძნობ. ვინისიუსი პოზიციას არ შეიცვლის. ის კვლავ მარცხენა ფლანგიდან ითამაშებს. „ბარსელონა“ სოლიდური გუნდია, განსაკუთრებით დაცვაში. მათ ძალიან ცოტა გოლი გაუშვეს. ხვალ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ და სხვა არაფერი განიხილება.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ლა ლიგას „ბარსელონა“ ლიდერობს და „რეალს“ 9 ქულით უსწრებს. პირველ წრეში, ამ გუნდების დაპირისპირება „ბლანკოსმა“ 3:1 მოიგო, თუმცა შემდეგი ორი მატჩი, რომელიც ჯერ საუდის არაბეთში სუპერ თასის ეგიდით გაიმართა და შემდეგ კოპა დელ რეის ნახევარფინალი, კატალონიური გრანდის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები