რეალი, ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“სულით კულე ვარ“ - ჩავი რეალთან მატჩის წინ

ლა ლიგაში „ელ კლასიკოს“ დრო დადგა. „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ბლაუგრანას“ დამრიგებელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვეცდებით იმაზე მეტად გვქონდეს დომინირება, ვიდრე ეს წინა თამაშში გვქონდა. ვფიქრობ, ეს იქნება უაღრესად საინტერესო დაპირისპირება. ელ კლასიკოში პროგნოზს ვერ გააკეთებ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორ ფორმაშია. პედრი ტრავმირებული და იმედგაცრუებულია. მას თამაში სურს, მაგრამ გარისკვა არ ღირს. ეს არ არის ფინალი და ჯობს შემდეგ მატჩებში სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს.

ვფიქრობ, პედრის გარეშე დომინირება შეგვიძლია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფავორიტი არ არსებობს. ყველაფერი 50-50-ზეა. შესაძლოა უპირატესობას ის გვაძლევდეს, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ. ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან მე სულით „კულე“ ვარ. „რეალი“ ჩვეულებრივზე უფრო შემტევი იქნება. მაყურებლისთვის ეს კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ თასის მატჩისგან განსხვავებით ბურთი უფრო მეტად უნდა გავაკონტროლოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ლა ლიგას „ბარსელონა“ ლიდერობს და „რეალს“ 9 ქულით უსწრებს. პირველ წრეში, ამ გუნდების დაპირისპირება „ბლანკოსმა“ 3:1 მოიგო, თუმცა შემდეგი ორი მატჩი, რომელიც ჯერ საუდის არაბეთში სუპერ თასის ეგიდით გაიმართა და შემდეგ კოპა დელ რეის ნახევარფინალი, კატალონიური გრანდის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შოკისმომგვრელ თანხას იხდიან“ - პსჟ კვარას შეძენით დაინტერესდა
„შოკისმომგვრელ თანხას იხდიან“ - პსჟ კვარას შეძენით დაინტერესდა