პსჟ, ლიონელ მესი, ჯერომ როტენი
Aa
Aa

როტენი: “რატომ არ უსტვენენ? რადგან ის მესია?“

„პარი სენ ჟერმენის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯერომ როტენი თვლის, რომ ლეო მესის კრიტიკას არავინ უნდა მოერიდოს და მას კვირას გასამართ მატჩში გულშემატკივრებმა ეს უნდა აგრძნობინონ.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ წინააღმდეგ გუნდს ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა და ხალხის გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია, თუმცა Goal.Com წერს, რომ ფრანგული კლუბის ულტრასები ლიონელის გაღიზიანებას არ გეგმავენ.

განსხვავებული აზრი აქვს როტენს, რომელიც გულშემატკივრებს მეტი ობიექტურობისკენ და კრიტიკისკენ მოუწოდებს.

რა თქვა როტენმა?

„არ აქვს მნიშვნელობა მესი იქნება, თუ სხვა ფეხბურთელი. კრიტიკა და სტვენა ნებისმიერს ეკუთვნის, ვინც კარგად ვერ ითამაშებს. რატომ უნდა შევიკავოთ თავი სტვენისგან? რადგან მას მესი ჰქვია?

გულშემატკივრებმა არაფერი უნდა თქვან? ისინი ყიდულობენ პოპკორნს, სვამენ ლუდს, ჭამენ ბურგერებს და ამით ყველაფერი მთავრდება? რა თქმა უნდა შეიძლება, რომ მესისაც დაუსტვინონ. ის ისეთივეა, როგორიც ყველა. მისი გადმოსვლის შემდეგ მე და კიდევ ბევრი ადამიანი უკმაყოფილოები ვართ.“

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი „პარი სენ ჟერმენს“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021 წლიდან დრემდე, ვეტერანმა არგენტინელმა ფრანგული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 65-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები