ტოტენჰემი, ჰარი კეინი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ჰარი კეინი რეალის რადარზე

ცნობილია, რომ კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს, მაგრამ „სამეფო კლუბი“ მისი შემცვლელის ძებნას ნელ-ნელა იწყებს.

Goal.Com-ის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს ლეგენდარული ფრანგის შემცვლელად ჰარი კეინი სურს. „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა აქტიურად განიხილავს ინგლისელი თავდამსხმელის ვარიანტს და როგორც მინიმუმ, 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „დეზების“ თავდამსხმელით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან. მეტიც, კეინი ჩამოთვლილი გუნდების პრიორიტეტია, თუმცა „რეკორდმაისტერი“ და „წითელი ეშმაკები“ ალტერნატივად ვიქტორ ოსიმენსაც განიხილავენ.

ცნობისთვის, კეინს „ტოტენჰემთან“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით თავად ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა VS რეალი - მატჩის წინ
ბარსელონა VS რეალი - მატჩის წინ