ბორდო, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს კარგი თამაში, მიქაუტაძის საგოლე პასი - ბორდოს და მეცის გამარჯვებები

საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში „ბორდომ“ შინ „ნიმი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე მაჯამ შეაგდო, მიმდინარე სეზონში მის აქტივში 12 გოლია, ბომბრდირთა დავის ლიდერებს გიორგი მიქაუტაძესა და ჟან-ფილიპე კასოს 2 გოლით ჩამორჩება.

„ბორდოს“ სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, მან შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა, გოლის გატანის შანსი თავადაც ჰქონდა. აღსანიშნავია 66-ე წუთზე ქართველი შემტევის ძალიან კარგი თამაში, როცა თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ეპიზოდი გოლით არ დასრულდა.

დავითაშვილმა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს, მიმდინარე სეზონის ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია. საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ 50 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლე ავრს“ 7 ქულით ჩამორჩება. 29-ე ტურში „ბორდო“„გენგამს“ ესტუმრება (3 აპრილი).

„ბორდოს“ მსგავასად გიორგი მიქაუტაძის „მეცმაც“ გაიმარჯვა, რომელმაც გასვლით შეხვედრაში „რუანი“ დაამარცხა (1:2). გიორგი მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა, მე-80 წუთზე მის მიერ შესრულებულ კუთხურს მაიგას გოლი მოჰყვა და ანგარიში 0:2 გახდა. მიქაუტაძე, რომელიც ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს, 89-ე წუთზე შეცვალეს, 90-ე წუთზე კი მასპინძლებმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს.

22 წლის მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა, მის აქტივში 7 საგოლე პასია.

„მეცი“ 48 ქულით მე-4 პოზიციაზეა, მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოს“ 2 ქულით ჩამორჩება. 29-ე ტურში „მეცი“ „ლავალს“ მიიღებს (პირველი აპრილი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხოჭოლავა ტრავმირებულია - სანიოლმა 2 მოთამაშე დაიმატა
ხოჭოლავა ტრავმირებულია - სანიოლმა 2 მოთამაშე დაიმატა