ალექსანდრე წივწივაძე
Aa
Aa

ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოყვა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავში კოსტავას ქუჩაზე  ავტოსაგზაო შემთხვევისას ქართველი სპორტსმენი ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წივწივაძე მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ახალგაზრდა სპორტსმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წივწივაძეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა პაატიშვილი:

"შემოვიდა პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში. ის გახლდთ კონტაქტური, ადეკვატური. ჩაუტარდა კვლევები და დაფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მომზადების შემდგომ ჩაუტარდა ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, თუმცა სტაბილური".

შეგახსენებთ, ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს 18-წლამდე ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია (2021, 2022).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები