„ნომერ პირველი აბსურდი“ - გამოხმაურებები დოლიძის საკამათო მარცხზე
UFC 286-ზე რომან დოლიძე იტალიელ მარვინ ვეტორისთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილება საკამათო იყო. ერთ-ერთმა არბიტრმა სამივე რაუნდში გამარჯვებულად ვეტორი დაასახელა, რამაც საერთო გადაწყვეტილება დიდი გავლენა მოახდინა (29-28, 29-28, 30-27).
მარცხის შემდეგ რომან დოლიძემ Twitter-ში დაწერა: „მადლობა თანადგომისთვის, დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ. მადლობა ყველას“.
Thank you for your support.
— Roman Dolidze (@romandolidzeufc) March 18, 2023
You can determine the rest yourself⚔️#UFCLondon #UFC286
კანადური TSN Sports-ის რეპორტიორი აარონ ბრონსტეტერი: „გულწრფელად ვამბობ, როცა გავიგე 30-27, ვიფიქრე, რომ დოლიძემ მოიგო“.
MMAFighting.com-ის რედაქტორის მოადგილე შაჰეენ ალ-შატი: „გამარჯვება დოლიძეს მივანიჭე, მეგონა მოიგო. დაძაბული ბრძოლა იყო, ორივეს შეეძლო გამარჯვება, ვეტორის 29:28 გასაგებია, მაგრამ 30:27? კარგი რა“.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი: „რომან გილოცავ, ვამაყობ შენით“. მცირე ხნის შემდეგ დვალიშვილმა დაწერა და მიანიშნა, რომ იცოდა გამარჯვებას იტალიელს მიაკუთვნებდნენ: „ეს ნომერ პირველი აბსურდია. ამას Twitter-ში ვწერ ვიდრე გამარჯვებულს გამოაცხადებენ“.
Facebook-ში დვალიშვილმა დოლიძეს ფოტოზე შემდეგი კომენტარი დაუწერა: „რომან, ეს ბრძოლა შენ მოიგე“.
შეგახსენებთ, რომან დოლიძემ UFC-ში მერვე ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და 2 მარცხია. იტალიელთან შეხვედრამდე ზედიზედ 4 ბრძოლა მოიგო.