ქუთაისის ტორპედო, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: სამგურალმა და ტორპედომ ქულები გაიყვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც წყალტუბოს „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა ერთმანეთის კარში გოლების გატანა ვერ შეძლეს და მატჩი საბოლოოდ ნულოვანი ფრით დასრულდა.

5 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 9 ქულით მესამე ადგილს იკავებს, „სამგურალი“ კი 7 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-6 ტურის შეხვედრები სანაკრებო პაუზის შემდეგ, 1-2 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოვინოს ჰეთ-თრიკი, ოქრის დაბრუნება - ბათუმის დინამომ გაგრა დაამარცხა
ჯოვინოს ჰეთ-თრიკი, ოქრის დაბრუნება - ბათუმის დინამომ გაგრა დაამარცხა