ეროვნული ნაკრები, დინამო თბილისი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ეროვნული ნაკრების 17 წლის დებიუტანტი: „პასუხისმგებლობას ვგრძნობ“

მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დინამო თბილისის ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოემზადება.

პირველად რომ ბურთს შევეხე, იმ წამიდან ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ასეთი ამაღელვებელი და ემოციური იქნებოდა.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი ბედნიერი ვარ. ამავდროულად ვგრძნობ, რამდენად საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა და მზად ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო", - სიგუას კომენტარს დინამო თბილისი ავრცელებს.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში სიგუამ დინამო თბილისის ფორმით 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სიგუა გიორგი ჩიტაურის საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა, სადაც მისი დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა. 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა, შემდეგ  ლაშა ფირცხლაიშვილმა 18-წლამდე ნაკრებში გადაიყვანა, 18-წლამდე ნაკრებიდან კი რამაზ სვანაძემ 21-წლამდე შემადგენლობაში უხმო, რის შემდეგაც, ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: ხვიჩამ კალაძეს, რომ აჯობოს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს
სიომინი: ხვიჩამ კალაძეს, რომ აჯობოს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს