საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

ზედიზედ მეექვსედ! - მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. ტურნირის ფორმატის ცვლილების შემდეგ, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ფინალური მატჩი ესპანეთში ესპანეთში გაიმართა და ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ იზეიმეს.

შეხვედრა მე-60 წუთამდე საკმაოდ დაძაბული იყო და ბორჯღალოსნებს ჩვეული თამაშის ჩვენება გაუჭირდათ, თუმცა ლევან მაისაშვილის გუნდმა გარდატეხის შეტანა მაინც შეძლო და საბოლოოდ 27 ქულის სხვაობით, 38:11 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-7 წუთზე პორტუგალიელებმა აპლეტონის ლელოთი გახსნეს, რომელსაც მე-14 წუთზე აკა ტაბუცაძემ უპასუხა და თედო აბჟანდაძის გარდასახვას მოჰყვა - 7:5.

25-ე წუთზე აკა ტაბუცაძემ დუბლის შესრულება შეძლო და ახალი ისტორიაც დაწერა. საქართველოს ნაკრების გარემარბმა ისტორიაში 27-ე ლელო გაიტანა და ამით ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს გაუთანაბრდა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში საუკეთესო მელელოვე იყო - 12:5.

ტაბუცაძის ლელოს პორტუგალიელების მხრიდან ზედიზედ ორი საჯარიმო დარტყმა მოჰყვა და ქართველი მორაგბეები შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 12:11.

საბედნიეროდ, პორტუგალიელების მხრიდან ჩვენს ნახევარზე ეს ქულის აღების ბოლო მცდელობა იყო, რადგან მეორე ტაიმმა თავიდან-ბოლომდე საქართველოს ნაკრების კარნახით წარიმართა. ტაიმი შალვა მამუკაშვილის ლელოთი დაიწყო, რომლითაც ანგარიში 17:11 გახდა, თუმცა თედო აბჟანდაძემ გარდასახვის ზუსტად შესრულება ვერ შეძლო. ზუსტად 20 წუთში გურამ პაპიძემაც გაიტანა ლელო, რასაც თედოს მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა გარდამტეხი - 24:11.

70-ე წუთზე დემე თაფლაძის დროც დადგა, 77-ე წუთზე კი გიორგი ჭყოიძემ მეტოქის ნახევარზე ბოლო ლელო გაიტანა. ორივე შემთხვევაში, შეცვლაზე შემოსულმა ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, შეხვედრა ბორჯღალოსნების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს გამარჯვება რაგბი ევროპის ჩემპიონატში საიუბილეო, მე-100 იყო და ჩვენი გუნდი ისტორიაში ამითაც შევიდა. ამასთან, ბორჯღალოსნებმა 2018 წლის შემდეგ ტურნირზე ზედაზედ 29-ე შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად, რას ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გოლი და ასისტი! - ნაპოლიმ ტორინოს 4:0 მოუგო
კვარას გოლი და ასისტი! - ნაპოლიმ ტორინოს 4:0 მოუგო