მერაბ შარიქაძე, ბორჯღალოსნები
Aa
Aa

შარიქაძე: „როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო ყველაზე ძლიერია“

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. ტურნირის ფორმატის ცვლილების შემდეგ, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ფინალური მატჩი ესპანეთში ესპანეთში გაიმართა და ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა - 38:11. ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ იზეიმეს.

მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი მერაბ შარიქაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურს ესაუბრა: „ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღით ვიკავებდით და აღარც კი მახსოვს ზედიზედ მერამდენედ გავხდით ჩემპიონები.

წინა ინტერვიუს დროსაც აღვნიშნე, რომ საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდია და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გავხდით. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ხარისხიანი თამაშები ვაჩვენეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი და როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია. გულდასაწყვეტია, რომ ფინალი საქართველოში არ ჩატარდა, თუმცა ესპანეთშიც იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები და მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“.

ამ გამარჯვების შემდეგ ლევან მაისაშვილის გუნდი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე დაწინაურდება, რაც „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია. პორტუგალიასთან გამარჯვებამდე საქართველოს ნაკრები 75,94 ქულით მე-12 ადგილზე იყო, ამ მოგებით კი 76, 23 ქულა დააგროვა და სამოას გაასწრო, რომლის ანგარიშზე 76,03 ქულაა. მე-10 ადგილს 77,39 ქულით იაპონია იკავებს, მე-9 პოზიციას კი 78,08 ქულით - უელსი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევან მაისაშვილი: „დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ჩემი გუნდით ვამაყობ“
ლევან მაისაშვილი: „დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ჩემი გუნდით ვამაყობ“