ტრანსგენდერმა სპორტსმენმა ქალთა შორის რეკორდი დაამყარა | „თანაბარი შანსი არ გვქონია“
Aa
Aa

ტრანსგენდერმა სპორტსმენმა ქალთა შორის რეკორდი დაამყარა | „თანაბარი შანსი არ გვქონია“

იტალიელი მძლეოსანი, ვალენტინა პეტრილო საყოველთაო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. პეტრილო ტრანსგენდერი სპორტსმენია, რომელიც ქალთა შორის გამოდის და რამდენიმე დღის წინ, 200 მეტრზე სირბილში რეკორდი დაამყარა.

პეტრილომ მანძილი 26 წამსა და 27 წამის მეასედში დაფარა და იტალიის მასტერსის გამარჯვებული მერვედ გახდა. ვალენტინას ცალ თვალში მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს და გამომდინარე აქედან, პარალიმპურ კატეგორიაში გამოდის.

„ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ტურნირის მონაწილეებს მოგების თანაბარი შანსი არ გვქონია. საუბარი ჩემს კარიერასა და მიზნებს ეხება, რომლებიც მიმდინარე სეზონში მაქვს დასახული. მათ მისაღწევად დიდი ხანია ვემზადები და გამარჯვება მინდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა შეჯიბრების ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, ვალენტინა პეტრილომ სქესი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და მისი ყოფილი სახელი ფაბრიციო გახლავთ. 2017 წელს, მან საკუთარ მეუღლესა და ვაჟიშვილს განუცხადა, რომ სქესის შეცვლას აპირებდა და ჰორმონალური თერაპია დაიწყო. მის გამარჯვებას დიდი კრიტიკა მოჰყვა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ უფრო გააძლიერა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვეტორი: „დოლიძე ნაწილებად დავშალე“
ვეტორი: „დოლიძე ნაწილებად დავშალე“