ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

დე იონგიც ტრავმირებულია - ბარსას პრობლემები გაიზარდა

მადრიდის „რეალთან“ მიღებული ტრავმის გამო „ბარსელონას“ ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ფრენკი დე იონგიც გამოაკლდა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელ ფეხბურთელს დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა, რომ დე იონგი 2-3 კვირით იუქმებს.

შესაბამისად, ფეხბურთელი უახლოეს დღეები ნიდერლანდების ნაკრებს საფრანგეთთან და გიბრალტართან ვერ დაეხმარება. საეჭვოა მისი თამაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგაც, რომელსაც „ბარსელონა“ აპრილის დასაწყისში, კოპა დელ რეის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლა ლიგის 26-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონამ მე-100 ელ კლასიკო მოიგო
ბარსელონამ მე-100 ელ კლასიკო მოიგო